
ჩვენს შესახებ
ქვეყანაში მზარდი მოთხოვნა საინჟინრო სისტემებზე, პროდუქტებსა და კვალიფიციურ კადრების სიმცირეზე, ჩვენმა კომპანიამ აღნიშნული საკითხი დაამუშავა და გამოკვეთა ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც გთავაზობთ, რომ შევისწავლოთ ნებისმიერი სასტუმროს საინჟინრო სისტემების მდგომარეობა, ამის შემდგომ როგორც კი გაფორმდება ჩვენს ორგანიზაციასთან ხელშეკრულება, ვახდენთ მის:
ოპტიმიზაციას,
მოდერნიზაციას,
გამართვა-გაშვებას,
არსებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას,
24/7 რეაგირებას.
ჩვენ გუნდს აქვს საკუთარი ლაბორატორია ყველა მიმართულებით:
მექანიკა,
ელექტრომექანიკა,
მიკროელექტრონიკა,
პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილება, სადაც ხდება სხვადასხვა მართვის პროგრამების, სოფტების შექმნა, დამუშავება და შესწავლა, იმის მიხედვით თუ რა ქვეყნის და რა მწარმოებლის ტექნიკასთან გვაქვს შეხება. ამას ემატება ის რომ კომპანიას გააჩნია საამქროები, სადაც მიდის რეალური მუშაობა, აღნიშნულ საამქროებში მიდის მექანიკური, ელექტრომექანიკური სამუშაოები, მიკროელექტრონული და ელექტრონული, სადაც ჩვენს კომპანიას შეუძლია, საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი და ექსპლუატაციაში შესული მოწყობილობების შეკეთება, დივერსიფიცირება და აღდგენა, აქედან გამომდინარე ამ კომპლექსური გადაწყვეტილებით, ჩვენი კომპანია მზადაა გაუწიოს საინჟინრო მომსახურება ისეთი სირთულის ობიექტებს, როგორიცაა სასტუმრო, გვაქვს დიდი გამოცდილება სასტუმრო საინჟინრო სისტემების მდგომარეობის შესახებ, ყველა ის გამოწვევა და სიტუაცია, რაც ხდება ხოლმე და აქედან გამომდინარე ჩვენს თავს უფლებას ვაძლევთ,
რომ ვთქვათ, ვართ ბაზრის ლიდერები, ეფექტიანი საინჟინრო გადაწყვეტილებით, ობიექტის ხარჯების მინიმიზაცია შევძლოთ და დავაზღვიოთ მათი რისკები, რაც ნამდვილად უდავოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია მათთვის.
***
კომპლექსური სამეწარმეო ტურიზმის & ველოტურიზმის ცენტრი და არამხოლოდ, მაღალმთიან სვანეთში, რისი ანალოგიც რეგიონს დღემდე არ აქვს, "ველომოგზაურის" ტურებზე მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ესტუმრონ ადგილობრივ ოჯახებს და გაეცნონ გასტრონომიას, ადათ-წესებს კულტურულ საგანძურს, მსმენელისთვის ხელმისაწვდომი გახდება საჭირო თეორიული ცოდნის მიწოდება და პრაქტიკული კომპონენტების გაცნობა ყველა იმ ხელობაზე, რასაც ადგილობრივები ათობით საუკუნეა მისდევენ, რომელთა რეალურად გამოყენებასაც წარმატებული ვიზიტორები და ტურისტები შემდგომ უკვე თავადაც ადვილად შეძლებენ. ჩვენი ცენტრის სტუმარი პირადად მიიღებს ექსტრემალურ გამოცდილებას შესანიშნავ სამთო ღონისძიებებსა და ტურებში მონაწილეობით. ველოსიპედის გაქირავება (სამთო ბაიკინგი, ტრეკინგი, ველო პარკი, ველო ტურები და ველო კროსები და სხვა მრავალი მიმართულება), ჩვენი ჯგუფის შეუცვლელი ნაწილია, ამიტომ საქმიანობის ძირითადი სახე იქნება კონკრეტულად სამთო სათავგადასავლო ველოტურების მოწყობა, მუდმივად დათოვლილი მწვერვალების ძირში, თვალწარმტაცი ბუნების პეიზაჟებით გარშემორტყმულ სივრცეში, რომელიც ამიერკავკასიას მხოლოდ ერთი აქვს და ესეც სვანეთშია, თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში დათოვლილ მთებთან ყველაზე ახლოს ყოფნა და ავსება საოცარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით, მომხმარებლების გამასპინძლებას და მიღებული შთაბეჭდილების შემავსებელ ნაწილად სპეციალურ უნიკალურ ნივთებს გამოვიყენებთ,
ასევე ჩვენი გუნდის მიერ წარმოებული მაღალხარისხიანი პროდუქტებით შევძლებთ, მათ გამასპინძლებას. ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ შევქმნათ უნიკალური ადგილი, რომელიც წარმოაჩენს სვანეთის სილამაზეს და ვიზიტორებს შესთავაზებს თავგადასავლებისა და აღმოჩენების დაუვიწყარი მოგზაურობის კომბინაციას.